ღონისძიება „ჩვენ ვართ მსოფლიო, ჩვენ ვართ ბავშვები“
24 მაისი,20162016 წლის 24 მაისს „სტუდენტური დღეები 2016“ ფარგლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა ღონისძიება „ჩვენ ვართ მსოფლიო, ჩვენ ვართ ბავშვები“ სადაც სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, გორის მეორე საშუალო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა და მზრუნველობა მოკლებულმა ბავშვებმა.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მიესალმა სტუმრებს დამადლობა გადაუხადა სტუდენტებს აქტიურობისა და ასეთი ღონისძიებების ორგანიზებისთვის.
შეხვედრის ორგანიზება გააკეთა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა და პროფესორმა ცირა ბაქრაძემ.