ღონისძიება „ბოლო ზართან“ დაკავშირებით

25 მაისი,2018

2018 წლის 25 მაისს „სტუდენტური დღეები - 2018“ - ის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება „ბოლო ზართან“ დაკავშირებით სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლაში, სადაც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდმა და მოსწავლეებს მიულოცეს სკოლის დამთავრება. საზეიმო ღონისძიებაზე ბენდმა შეასრულა სრული რეპერტუარი, რამაც მოსწავლების დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე კომპოზიცია უნივერსიტეტის ბენდმა და ერგნეთის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ერთად შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ერგნეთის სკოლა ე.წ. საზღვართან რამდენიმე კილომეტრშია და 2018 სასწავლო წელს სულ რამდენიმე მოსწავლე ამთავრებს. გორის უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ ერგნეთის საჯარო სკოლაში ჩაეტარებინა მსგავსი ღონისძიება, რითაც წაახალისებდა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსწავლეებს და პედაგოგებს.

გორის უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს აღნიშნული ტიპის კულტურული ღონისძიებების განხორციელებას გორის და ქარელის რაიონში "საოკუპაციო ხაზთან" არსებულ სოფლებში, რათა, ერთის მხრივ, ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სოფლებში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების გააქტიურებას, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ტიპის ღონსიძიებებით გაიზრდება უნივერსიტეტის ცნობადობა. ღონისძიების განხორციელებაში უნივერსიტეტს დახმარება გაუწია გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ი. მაკრახიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა