ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის
24 თებერვალი,2020გორის სახელმწიფო საწავლო უნივერსიტეტში 24 თებერვალს დაიწყო ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის.
შეხვედრა გახსნა და პრეზენტაციას წარუძღვა გორის უნივერსიტეტის პროფესორი, დავით ბოსტოღანაშვილი, რომელმაც მსმენელებს დაწვრილებით გააცნო ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, გაცვლითი პროექტების და იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც გორის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს.
აბიტურიენტებს მიესალმა, წარმატებები უსურვა და მათ შეკითხვებს უპასუხა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.
პრეზენტაციის შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტი და მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ აქტივობაში.
შეხვედრები გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით, დასწრება თავისუფალია