გაზაფხულის ფესტივალის სადღესასწაულო მიღება
08 თებერვალი,20167 თებერვალს Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გაზაფხულის ფესტივალის სადღესასწაულო მიღება გაიმართა.
ჩინეთის რესპუბლიკის ელჩ ძი იენჩის მიწვევით სადღესასწაულო მიღებას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა იმნაძე.
მიღება გახსნა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა, რომელმაც მიწვეულ სტუმრებს მიულოცა ჩინური ახალი წლისა და გაზაფხულის დღესასწაულის დადგომა. სტუმრებს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჯანელიძემ. რომელმაც ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგნელები.