გაშენებული ვენახის პირველი მოსავალი
09 ოქტომბერი,20182016 წელს გორის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დახმარებით, დაირგო ქართული, უნიკალური, ვაზის ჯიშების120 ნერგი, რომლებიც საჩუქრად გადაეცა გორის უნივერსიტეტს.
9 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში გაშენებული ვენახის პირველი მოსავალი აიღეს, რთველში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებები და სტუდენტები.