განვითარების 4 წელი

30 დეკემბერი,2014

 

2014 წლის 30 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის 2010-2014 წწ. ანგარიში "განვითარების 4 წელი"გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი, ბატონი ნუგზარ ჩიტაია, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწენი, მოწვეული სტუმრები, უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა 2010-2014 წლებში გორის უნივერსიტეტში განხორციელებულ რეფორმებზე, ინოვაციებსა და ღონისძიებებზე. მიულოცა მათ პროგრამული აკრედიტაციისა და ავტორიზაციის წარმატებით გავლა. მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა შემდეგ პრიორიტეტებზე: პროგრამული ცვლილებები, სტუდენტთა დაფინანსების სისტემა, სტიპენდიები, პროფესორ-მასწავლებელთა წახალისებისა და საგრანტო სისტემა, კვლევები, ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაცია, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, საერთაშორისო პროექტები და პროგრამები, კულტურა, სპორტი და სხვ.
დასასრულს, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეაბილიტაციის მიზნით გაწეული დახმარებისათვის, მიულოცა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი და უსურვა წარმატებები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა