გამწვანების აქცია
19 ოქტომბერი,201819 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის გუბერნიის მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში. ნერგები დაირგო ვერხვების ტერიტორიაზე, დევნილთა ჩასახლებაში არსებულ ფერდობზე.
აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი; გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი; გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე; გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ფაკულტეტის დეკანები და სტუდენტები.