გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა -100“
09 ოქტომბერი,20189 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში გაიხსნა გამოფენა, სათაურით: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100". ეს არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტი და მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოპულარიზაციას სტუდენტ-ახალგაზრრდობაში. გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა -100“ მოგვითხრობს ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას მე-19 საუკუნის დამდეგიდან 1991 წლის 9 აპრილამდე − როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა სუვერენიტეტი.
გამოფენის ორგანიზატორი იყო გორის უნივერსიტეტი პროფესორი, ოტარ ჯანელიძე, რომელიც ამავე დროს აღნიშნული პროექტის ავტორია.
გამოფენა გახსნა და სტუმრებს მიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე სტუდენტებისთვის. შემდეგ გამოფენის შესახებ ისაუბრა პროექტის ავტორმა, პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ
გორის უნივერსიტეტში გამოფენა გასტანს 20 ოქტომბრამდე.