გამოფენა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
25 თებერვალი,2019საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ნოე ჟორდანიას, სპირიდონ კედიას, ზურაბ ავალიშვილის, ალექსანდრე ბენდიანაშვილის, გურამ შარაძის, ოთარ ჯანელიძის და სხვა ავტორების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომები და მოვლენისადმი მიძღვნილი ფოტორეპროდუქციები (დამოუკიდებლობის აქტი, კონსტიტუცია, იმდროინდელი რუკები, სახელმწიფო სიმბოლიკა და სხვ.).
25 თებერვალს, გამოფენა დაათვალიერეს უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რექტორის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა იოსებ ალიმბარაშვილმა, პროფესორებმა: ოთარ ჯანელიძემ, სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ ზურაბაშვილმა და სხვებმა.
გამოფენა ერთ კვირას გასტანს.