გაცნობითი სახის შეხვედრა

27 მაისი,2015

2015 წლის 22 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ორგანიზებით გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა სსიპ- ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის, სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - შაუმიანის №1 და კაჩაგანის საჯარო სკოლების და სსიპ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მულტილინგვური და მულტიკულტურული სწავლების ასპექტების გაცნობა, რომელიც ხორციელდება ინტეგრაციისა და ეროვნებათშორის ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ფონდის დაფინანსებით.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა, პროფესორებმა პაატა ქურდაძემ და ნელი ჭამპურიძემ.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებს გორის უნივერსიტეტისგან გადაეცათ სასაჩუქრე ნაკრებები, რის შემდეგაც მოეწყო ექსკურსია უფლისციხეში.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა