ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული 2021
18 ოქტომბერი,2021#ფსიქიკურიჯანმრთელობისკვირეული2021
#worldmentalhealth
E-PSY პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: https://epsy.ge/ka
E-PSY პროექტის ოფიციალური Facebook გვერდი: https://www.facebook.com/Psychological-Counselling-Centers-For-Students-E-PSY-102724058556468
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus + CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (E-PSY 617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) ფარგლებში, ფსიკიკური ჯანმრთელობის კვირეულთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიებები გაიმართა.
- პროექტის მენეჯერმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც ისაუბრა პროექტის "ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (E-PSY 617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) შესახებ.
- პროექტის მკვლევარმა, პროფ. ქეთევან ლომსაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე „სტრესის მართვა“, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
- პროექტის მკვლევარმა, პროფ. ციური დურულმა წაიკითხა ლექცია თემაზე „ემოციები და განწყობები ორგანიზაციულ გარემოში“, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
E-PSY პროექტის (განხორციელების პერიოდი – 2021-2023 წწ.) ზოგადი მიზანია სტუდენტებისთვის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების შექმნის გზით. ზოგადი მიზნიდან გამომდინარეობს ხუთი კონკრეტული მიზანი:
- ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში;
- პერსონალის მომზადება და გადამზადება;
- რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო დოკუმენტაციების შემუშავება;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და, საერთოდ, ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება;
- საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაციის შექმნა.
პროექტის განხორციელების პერიოდში, პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შედეგად, პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში და, შესაბამისად, მათი განთავსების რეგიონებში (შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში) გაიზრდება არა მხოლოდ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, არამედ უფრო ფართო აუდიტორიის ინფორმირებულობა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და კონსულტაციის მნიშვნელობის შესახებ (ჩატარდება საინფორმაციო კამპანიები, პრესაში გამოქვეყნდება მასალები, დაიბეჭდება ფლაერები, შეიქმნება ვებგვერდი და ა.შ.).
ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების დაფუძნებით, პროექტში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და დახმარებას მათი მოთხოვნის შესაბამისად. ამ დახმარებას მათ გაუწევენ ფსიქოლოგები, რომლებიც სპეციალიზირებულ ტრენინგებს გაივლიან ბიდგოშისა და ბრაშოვის უნივერსიტეტებში, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ევროპელი სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებსა და სემინარებში. ასევე, შემუშავდება რეკომენდაციები და საკანონმდებლო დოკუმენტაცია, შეიქმნება უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაცია, რაც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების მდგრადობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას.