ფილმის „სატელეგრაფო ოკუპაციის“ ჩვენება
26 თებერვალი,2020მიმდინარე წლის 25 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ოკუპაციის მუზეუმში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებისთვის მოეწყო ქართული დოკუმენტალისტიკის პროექტის ფარგლებში მომზადებული ფილმის „სატელეგრაფო ოკუპაციის“ ჩვენება.
ჩვენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი.