ეხვედრა გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ, მეუფე ანდრიასა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის
05 თებერვალი,20205 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო შეხვედრა გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ, მეუფე ანდრიასა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, რომელსაც გორის ეპარქიის სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მსგავსი ხასიათის შეხვედრების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ღონისძიება წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და სტუდენტთათვის საინტერესო მრავალ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი.