ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტი
28 აპრილი,20222022 წლის 20-22 აპრილს CNAM (Conservatorie National des Arts et Métiers)-მა (საფრანგეთი) ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ ( "Strengthening the Quality and Relevance of the Third Mission in Georgian Universities" SQUARE) სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტებს უმასპინძლებს.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი.
SQUARE პროექტის მთავარი მიზანია 3M საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის განმავლობაში მიმდინარეობს უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერა, მათი ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით. პროექტის საქმიანობა საფუძველს დაუდებს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს უნივერსიტეტების პოლიტიკაში, ინსტიტუციურ დონეზე. SQUARE პროექტის შედეგები წარმოადგენს ეროვნული გარე ხარისხის სისტემის განახლების ბაზისს და იძლევა უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის განახლების საფუძველს გაიდლაინებისა და სწავლების, კვლევასა და საზოგადოებისთვის გაწეულ სერვისებს შორის კავშირის გაუმჯობესების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო, როგორც პრეზენტაციები, ისე ვიზიტი სხვადასხვა ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში. ასევე, გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. პროგრამაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
პროექტში ჩართული არიან საქართველოს 8 უნივერსიტეტი და 4 ევროპელი პარტნიორი საფრანგეთიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან და ფინეთიდან. პროექტში ასევე ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომლებიც განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და მეტად მოახდენენ მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.