,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად"
04 აპრილი,2019ევროკავშირის პროექტის - ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" გენდერის ჩემპიონთა სკოლაში გორის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილოების შესახებ
2019 წლის 29–31 მარტს კაჭრეთში ჩატარდა ევროკავშირის პროექტის - ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" ფარგლებში სტუდენტებისთვის გამოცხადებული გენდერის ჩემპიონთა სკოლის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების მესამე კურსის სტუდენტებმა მარიამ მასურაშვილმა და ლიკა გაგნიძემ. სკოლის ფარგლებში შეიქმნა გენდერის ჩემპიონთა უნივერსიტეტთაშორისი ქსელი.