ესეების კონკურსი
16 ივლისი,2020ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) დაფინანსებით, გაიმართა ესეების კონკურსი, თემაზე - „ქართული ენის ონლაინ გაკვეთილები პანდემიის პირობებში“.
მონაწილეებს მიესალმნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
აღნიშნულ კონკურსში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ნოვრუზ გახრამანოვმა საპრიზო, მესამე ადგილი მოიპოვა.