ეროვნული სამეცნიერო ფორუმი
21 დეკემბერი,20212021 წლის 20-21 დეკემბერს საქართველოში პირველად გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და აქტუალური თემების განხილვასა და შეჯამებას ისახავს მიზნად.
ეროვნული სამეცნიერო ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება.
20 დეკემბერს ფორუმი ჰიბრიდულ რეჟიმში გაიხსნა სექციური პანელებით. პანელებში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა, რომლებიც კოვიდ-19 პანდემიას სხვადასხვა სამეცნიერო კონტექსტში, დიალოგის ფორმატში განიხილავენ.
ფორუმის გახსნა
მიხეილ ჩხენკელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
გიორგი ამილახვარი - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯომარის პირველი მოადგილე.
გიორგი კვესიტაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.
თამარ გაბუნია - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.
ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
20 დეკემბრის პანელი - ეპიდემიები საქართველოში - გუშინ და დღეს.
მოდერატორი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.