ERASMUS+ - ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა თელავში

05 მაისი,2022

2022 წლის 2-4 მაისს ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) პროექტის საკოორდინაციო შეხვედრას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

საკოორდინაციო შეხვედრის მეორე დღეს, 3 მაისს ჩატარდა, პროექტის ფარგლებში დაფუძნებული, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა კონფერენციის თავმჯდომარე პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა, სამინისტროს ინიცირებითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შემუშავებული „უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი“. ხარისხიანი უმაღლესი განათლება სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიზნის მისაღწევად ერთერთი უმნიშვნელეოვანესი ამოცანაა უმაღლესი განათლების ეფექტური დაფინანსების მოდელისა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც უნივერსიტეტების განვითარებასა და ინსტიტუციურ მდგრადობას უზრუნველყოფს.

საკოორდინაციო შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს პროექტისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: „უნივერსიტეტების როლი ადგილობრივ დონეზე: მესამე მისიის ღონისძიებები და გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალურ დონეზე“, „ერთიანი აკადემიური პლატფორმის შექმნა ინფორმაციის გაზიარებისა და დანერგვისათვის“.

 

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა