„Elsevier“ის მიერ შემოთავაზებული პროდუქტების პრეზენტაცია
16 დეკემბერი,20142014 წლის 16 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კომპანია „Elsevier“-ის წარმომადგენელმა ქალბატონმა თამარ გოგუამ ჩაატარა პრეზენტაცია „Elsevier“ის მიერ შემოთავაზებული პროდუქტების, კერძოდ Scopus და ScienceDirect მოხმარების და შესაძლებლობების შესახებ, რომლის მეშვეობითაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ისარგებლონ „Elsevier“-ის უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით.მათთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდება მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც.
უახლეს სამეცნიერო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მაღალ აკადემიურ დონეზე განახორციელონ თავიანთი ფუნქციები.