ჯილდოს გადაცემა
19 სექტემბერი,20182018 წლის 12 სექტემბერს ლატვიის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა ღონისძიება, სადაც ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, აკადემიკოს იანის სტრადინსს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო, იაკობ გოგებაშვილის მედალი გადაეცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ლატვიაში ქართული სათვისტომოს წევრები, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის და ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.
აკადემიკოს სტრადინსს იაკობ გოგებაშვილის მედალი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით გადაეცა პეტრე ბაგრატიონის შესახებ შექმნილი სამეცნიერო კვლევისათვის.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორატის, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სახელით, ვულოცავთ აკადემიკოს სტრადინსს ამ წარმატებას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მოღვაწეობას პედაგოგიურ და აკადემიურ ასპარეზზე.
http://www.la.lv/akademikis-stradins-sanem-apbalvojumu-par-gruzijas-valdnieku-dzimtas-izpeti