დისკუსია
13 ნოემბერი,20172017 წლის 9 ნოემბერს ტირძნისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ლუიზა ბერუაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დისკუსია თემაზე ,,სწავლა-აღზრდა ჩვენში - წარსულსა და აწმყოში“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს VI-XI კლასის მოსწავლეებმა მარიამ ბუჯღულაშვილმა, ნია ტეტუნაშვილმა, მარიამ დემუროვმა, გიორგი გალაშვილმა, ჯონი ლალაშვილმა და სხვებმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა თამარ გოგოლაძემ ლექციით ,,ილია ჭავჭავაძე სწავლა-აღზრდის მნიშვნელობის შესახებ საქართველოში“. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექცია და პედაგოგ მასწავლებლები. დასასრულს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ლუიზა ბერუაშვილის კომპოზიციითა და მისი მოსწავლეების მონაწილეობით.