დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის იუბილის აღნიშვნა

14 ნოემბერი,2016

2016 წლის 10 ნოემბერს, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, სოფ. ხიდისთავის თემის საკრებულოს დეპუტატ, ქალბატონ ლია კოვზიაშვილთან, გორის გამგეობის კულტურის ცენტრის დირექტორ, ქალბატონ გულნარა ბზიშვილთან, ცენტრის თანამშრომლებსა და აღსაზრდელებთან ერთად, ეწვია და გვირგვინებით შეამკო ცნობილი ქართველი მოღვაწის დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის (1815-1878) საფლავი.
ი. ალიმბარაშვილი დამსწრეებს ესაუბრა დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობაზე, მისი დამსახურების ქართული არქეოლოგიის, როგორც სამეცნიერო დარგის განვითარების, ქართული თეატრის პირველი ნაბიჯების, ადგილზე საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დაწესებულებების დაარსების შესახებ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების, იმ დროისათვის იქ არსებული სიწმინდეების, ფრესკული და ლაპიდარული წარწერების აღნუსხვის, გადმოღებისა და სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანის თვალსაზრისით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა