დეკანების არჩევნები
02 ივლისი,20161 ივლისს გორის უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტზე ჩატარდა დეკანების არჩევნები. შესაბამისი ფაკულტეტების საბჭოებზე დეკანობის კანდიდატებმა საბჭოს წევრებს გააცნეს საკუთარი პროგრამები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. ყოფილმა დეკანებმა მადლობა გადაუხადეს კოლეგებს გასული 4 წლის მანძილზე გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის და მომავალ დეკანებს უსურვეს წარმატებები.
ხმების დათვლის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული: ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანად არჩეულ იქნა პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, პროფესორი დავით ჩოჩიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანად, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი.