დედაენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ონლაინ ლექცია
14 აპრილი,20202020 წლის 14 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ონლაინ ლექცია. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და დედაენის დღე მიულოცეს: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
საჯარო ლექცია წაიკითხეს: ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიამ კობერიძემ ,,ესე ენაÁ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა“ და პროფესორმა თამარ გოგოლაძემ ,,ენის ეკოლოგიის საკითხები“.
ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.