დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
22 თებერვალი,20192019 წლის 22 თებერვალს გორის უნივერსიტეტში გაიმართა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც მიმართა მონაწილეებს და ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი; ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი. პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან: ბატონი ნუგზარ ბარდაველიზე, ბატონი მურმან პაპაშვილი, ქალბატონი თამარ მესხი, ბატონი იგორ კეკელია, ბატონი გიორგი გოცირიძე, ბატონი როინ ყავრელიშვილი და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი, ბატონი ჰარუთიუნ ხუდადიანი.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექცებში. სულ წარმოდგენილი იყო 48 მომხსენებლის 46 ნაშრომი.