დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილ მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

24 დეკემბერი,2021

2021 წლის 24 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად უმასპინძლა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილ მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის უნივერსიტეტის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში მხარდაჭერისთვის. კონფერენციაში მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, რომელმაც მიულოცა გორის უნივერსიტეტს დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა და აღნიშნა, რომ სამინიტრო გამოხატავს თანადგომას უნივერსიტეტის მიმართ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამეცნიერო, კვლევითი და სასწავლო პროექტების განხორცილელების პროცესში. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ. მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციაში მონაწილეებს კონფერენციის გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეებს და წარმატებები უსურვა.
მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს მიულოცეს ლიტერატურულ პრემია, „საბა“ გამარჯვება და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ 31 ავტორის 31 მოხსენება შემდეგი დაწესებულებებიდან: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტი, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევის ცენტრი, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კავკასიის კვლევის ინსტიტუტი. პლენარული მოხსენების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა