დასუფთავების აქცია და ლაშქრობა გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე

25 მაისი,2018

2018 წლის 24 მაისს ”სტუდენტური დღეები 2018“-ს ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი - CENN-ის ორგანიზებით, გაიმართა დასუფთავების აქცია და ლაშქრობა გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და გორის „მოლაშქრეთა კლუბის“ წევრებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დასუფთავების აქციაში. გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ ისინი დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარით მოამარაგა.
კამპანია - ,,ჩვენი გარემოსათვის‘’ მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში.
მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა