დაჯილდოება
16 დეკემბერი,201616 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში გაიმართა პროექტ „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ 2016 წლის ონლაინ ლექციების მსმენელების დაჯილდოება და 2017 წლის ლექციებისთვს სტუდენტების შერჩევა. შეხვედრას ესწრებოდნენ: კოორდინატორი თამარ უჯუხუ, ლექციების მოდერატორი ლევან ლორთქიფანიძე, მონიტორინგის ჯგუფის წევრი ნათია ვარდიძე და გადამღები ჯგუფი. სტუდემტებს მიესალმა, მიულოცა და წარმატებები უსურვა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ. პროექტის კოორდინატორის ინფორმაციით, აღნიშნული ლექციები გაგრძელდება 2017 წელსაც და იქნება კიდევ უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი თემებით.