ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება

30 დეკემბერი,2021

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.

შეხვედრა გახსნა და ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედების შესახებ ისაუბრა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. სტუმრებს მიესალმნენ და ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს: მწერალმა მერაბ რატიშვილმა, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, პოეტმა ჯემალ ინჯიამ, კინორეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით რაზმაძემ, რომელმაც საზოგადოებას ამცნო, რომ ახალი მოწვევის საკრებულო განიხილავს გორის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჭაბუა ამირეჯიბის სახელის მინიჭების საკითხს. გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ კიდევ ერთი სიახლე გააცნო საზოგადოებას, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის დაწესდა ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის სტიპენდია. შეხვედრის დროს, თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ რიზედან ონლაინ ჩაერთო ცნობილი ქართველოლოგი, ჰარუნ ჩიმქე, რომელმაც ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმნა ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“, მთარგმნელმა ისაუბრა ავტორთან რამდენიმე შეხვედრის ისტორიასა და ტექსტზე მუშაობის პროცესზე. ღონისძიებაზე ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტმა თეონა მაისურაძემ წაიკითხა ამონარიდი რომანიდან „დათა თუთაშხია“.

დასასრულს, სტუმრებს მადლობა მოახსენა და მამის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟმა, შალვა ამირეჯიბმა

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა