ბერიკა შუკაკიძის წიგნის პრეზენტაცია "ზოგადსაგანმნათლებლო სკოლის მართვის საკითხები"
20 მარტი,201920 მარტს გორის უნივერსიტეტში, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის წიგნის პრეზენტაცია "ზოგადსაგანმნათლებლო სკოლის მართვის საკითხები".
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ისაუბრა ბერიკა შუკაკიძის როლზე თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეებსა და რეფორმაზე. წიგნის შესახებ ისაუბრა და ფართოდ მიმოიხილა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა წიგნის მნიშვნელობას სკოლის მართვისა და საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვის საკითხებში. შემდეგ, სიტყვით გამოვიდა თავად ავტორი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე, მან მიმოიხილა ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა და პარალელები სხვა ქვეყნების მაგალითზე .
დასასრულს ბერიკა შუკაკიძემ უპასუხა მსმენელთა შეკითხვებს.
წიგნი დაიბეჭდა გორის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.