ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დელეგაცია სტუმრად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
19 ივნისი,20192019 წლის 19 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დელეგაცია გიგა გაბელაიას
ხელმძღვანელობით. სტუმრებს უმასპინძლა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მ/შ-მა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. საუბარი შეეხო ფედერაციასა და უნივერსიტეტს შორის საქმიანი ურთიერთობების დაწყების პერსპექტივასა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი პოტენციალი და განსაზღვრეს ურთიერთთანამშრომლობის
პერსპექტივები თანამედროვე გამოწვევების ფონზე. შეხვედრამ ურთიერთთანამშრომლობისა და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა, რაც ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით.