ახალი თანამშრომლობა, ახალი პერსპექტივები
22 იანვარი,2018ახალი თანამშრომლობა, ახალი პერსპექტივები
2018 წლის 17-18 იანვარს, ბონში (გერმანია) ჩატარდა საგანმანათლებლო რეფომების ცვლილებების მხარდამჭერი პრაქტიკული სემინარი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციისათვის „თეორია პრაქტიკაში“. სემინარს ესწრებოდა ევროპული და არაევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლების ფართო სპექტრი. გორის უნივერსიტეტიდან სემინარს ესწრებოდნენ: რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი რუიზან მექვაბიძე.
შეხვედრის პროგრამა ორი ნაწილისაგან შედგებოდა: დისკუსების პანელი და ვორკშოფები.
მუშაობა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში და მას უძღვებოდა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი პროფესორი ბასტიან ბაუმანი. თემები წარმოდგენილი იყო შესაბამისი პერსონებით, მიმართული ახალი პერსპექტივების სამომავლო ხედვისათვის, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის ჭრილში.
17/01/2018 . დისკუსების პანელის თემატიკა:
1. პროფ. გრეგორის მარკიდესი, ერასმუსის კოორდინატორების ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი, კვიპროსი:
ინტერნაციონალიზაცია, როგორც კატალიზატორი ქსელების შექმნისა და განვითარებისათვის
2. პროფ. დოქტ. ერიკ ფრომენტი, ლიონის უნივერსიტეტი, საფრანგეთი; დოქტ. სონია მიკესკა, საარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია; პროფ. დოქტ. ფრანსუა რეში, ტულონის უნივერსიტეტი, საფრანგეთი; დოქტ. სანდრა კრაზე, ბიზნესისა და ფინანსების სკოლა, ლატვია:
ბოლონიის ინსტრუმენტები, როგორც სტრატეგიული ელემენტები უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციისათვის
ფასილიტატორი: პროფ. ბასტიან ბაუმანი, უმაღლესი განათლების კონსულტანტი, გერმანია
3. პროფ. დოქტ. მარია დელ კარმენ არაუ რიბერიო, გუარდას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია: სტაფის მობილობა უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში
4. დოქტ. სონია მიკესკა, ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია: საზღვარგარეთ მიღებული კვალიფიკაციების ცნობადობა
5. დოქტ. რიჩარდ ზამორსკი, ბიდგოშჩის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი, პოლონეთი: სასწავლო ხელშეკრულება, წარმატებების ტრანსკრიპტი- ოპციები, მომზადება, დეტალები და გაცნობიერება
6. დოქტ. მარტია პუზარი, სწავლებისა და კვლევების სისტემებისა და სერვისების ეროვნული ცენტრი, ნორვეგია: სტუდენტების წარმატებების ელექტრონული ტრანსფერი უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს შორის
18/01/2018. ვორკშოფების სერია
1. დოქტ. სანდრა კრაზე, ბიზნესისა და ფინანსების სკოლა, ლატვია: ხარისხის უზრუნველყოფა - რას ნიშნავს ეს რელურ ცხოვრებაში
2. პროფ. კარლოს აფონსო, პორტალეგრეს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია: ხარისხის უზრუნველყოფა საერთაშორისო ოფისებში
3. ქორ სეგერენი, უმაღლესი განათლების კონსულტანტი და გერარდ სიჯბენი, ფონტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, ნიდერლანდები:
ა/ ერთობლივი სასწავლო პროგრამების საერთაშორისო ხარისხის უზრუნველყოფა
ბ/ სტუდენტების სწავლის შედეგები
4. რაიმონდა მარკესევიენე, ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა: ერასმუსის ქარტია უმაღლესი განათლების სტრატეგიისათვის
5. სასკია ვეისენბახი, EU 04 „Policy Support”, DAAD, გერმანია: ერასმუს+ აქტივობა 3-ის განაცხადებისათვის „ევროპული პოლიტიკის ექსპერიმენტი“
6. პროფ. გრეგორის მარკიდესი, ერასმუსის კოოედინატორების ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი, კვიპროსი: როგორ დავწეროთ ერასმუს+-ის განაცხადი ფინანანსირებისათვის
7. დოქტ. ტიმ ბრეიტბართი, ბორნმუტის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი: მენეჯმენტის ცვლილება უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებში
დაიგეგმა თანამშრომლობა:
- გერმანიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტთან;
-ლატვიის ბიზნესისა და ფინანსების და ბიზნეს სკოლასთან;
-საფრანგეთის რენეს ორ უნივერსიტეტთან;
-ოდესის ეროვნულ უნივერსიტეტთან;
-კვიპროსის ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტთან;
-ტერნოპოლის ეკონომიკის უნივერსიტეტთან;
-ნიდერლანდების, ბელგიის, პოლონეთის, რუმინეთის და თურქეთის უნივერსიტეტებთან.