ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან მიძღვნილი ღონისძიება
02 ოქტომბერი,2023მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან მიძღვნილი ღონისძიება.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და დამხმარე პერსონალს.
ღონისძიების დამსწრეებს მიესალმნენ:
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლიზი ბალახაშვილი; გორის უნივერსიტეტის პირველკურსელი ნინო ეგნატაშვილი და მეორე კურსის სტუდენტი ნია შატაკიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში, მადლობის და წარჩინების სიგელები გადაეცათ, გორის უნივერსიტეტის მიერ 2023 წლის ივლისში განხორციელებულ, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მაჩაბელის“ საორგანიზაციო საკითხებში ჩართულ სტუდენტებს და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.
ღონისძიება დასრულდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ფლეშმობით.