ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია

06 ივნისი,2019

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში RDFG-ისა და USAID-ის ზრდა პროექტის რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
2019 წლის 5 ივნისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) წარმომადგენლები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და RDFG-სა და საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მ/შ-მა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგნელებს სტუმრობისთვის და ისაუბრა მსგავსი პროგრამების რეგიონებში განხორცილეების მნიშვნელობაზე.
პროექტის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. ღონისძიების ფარგლებში, პროექტისა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა რევაზ ჯანელიძემ ისაუბრა.
პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და საქართველოს ეროვნული ბანკი.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებ. გვერდზე: http://rdfg.ge/ka/training/
რეგისტრაცია დაიწყო 30 მაისს და დასრულდება 17 ივნისს დღის 12 საათზე. პირველი ტრენინგის ეტაპის ხანგრძლივობა არს 3 დღე 21, 22, 13 ივნისი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა