ახალგაზრდული პროექტი

19 დეკემბერი,2025

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პრეზენტაცია. პროექტი უნივერსიტეტში წარადგინა ავტორმა, ქალბატონმა თამარ ჩიბურდანიძემ.

შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობისა და ღირებულებითი ცნობიერების გაძლიერების პროცესში.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა და პროექტის ავტორს მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა.

მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი.

პროექტის მიზანია ქართველი ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული ინიციატივების გაცნობა, მათში ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, ასევე ეროვნული ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმის გზით ახალგაზრდების საკუთარი ხედვებისა და იდეების წარმოჩენა. პროექტი ხორციელდება კონკურსის ფორმატით და დასრულდება 2026 წლის 20 თებერვალს.

პროექტი „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტის განმახორციელებელია დემოგრაფიული აღორძინების ფონდი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა