ახალგაზრდული პარლამენტი
27 მარტი,20152015 წლის 26 მარტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია გორის რეგიონალური სესიის შესახებ, რომელიც გაიმართება 2015 წლის 3-5 აპრილს.
გორის რეგიონალური სესიის ორგანიზატორებმა თომა ადამიამ და ნაკო ედიშერაშვილმა სტუდენტებს მიაწოდეს ვრცელი ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ.