აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების და ლოიოლას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სტუმრობა გორის უნივერსიტეტში

26 თებერვალი,2020

მიმდინარე წლის 26 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების და ლოიოლას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა სტუმრებთან, სადაც განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერპექტივები.
მოწვეულმა სტუმარმა ლოიოლას უნივერსიტეტის ციფრული მედია სწავლების პროგრამის დირექტორმა, დოქტორმა რიშელ როჯერსმა გამართა ორი საჯარო ლექცია, უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე „ციფრული მედია წიგნიერება“ , ხოლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და პრაქტიკოს ჟურნალისტებთან თემაზე „ციფრული მედიის რეპორტინგი და ამბავთთხრობა ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის“.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ღია პრეზენტაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების შესახებ, რომელსაც წარუძღვა ქალბატონი სოფო ბზიშვილი, აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამების მენეჯერი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა