არქეოლოგიური ძეგლი ,,გუდაბერტყა-ციხიაგორა“
29 სექტემბერი,20162016 წლის 28 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ინიციატივით, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები ეწვივნენ და დაათვალიერეს ძვ. წელთაღრიცხვის IV-I ათასწლეულის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი ,,გუდაბერტყა-ციხიაგორა“. ისტორიკოსი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი სტუდენტებს ესაუბრა ჩატარებული უახლესი არქეოლოგიური გათხრების შესახებ. სტუდენტები გაეცნენ ადამიანთა უძველეს ნამოსახლარებს, გეომეტრიულად და რელიეფურად შემკული კერამიკული ჭურჭლისა და კერის ნაშთებს, სტუდენტებისათვის არქეოლოგიის კურსი ძირითად სასწავლო დატვირთვას წარმოადგენს. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური კერისა და მისი ნიმუშების ადგილზე გაცნობა, მათთვის ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაციაა.