აქცია–კონცერტი: „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“
03 ივნისი,20142014 წლის 3 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა აქცია–კონცერტი: „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ პროექტის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული არჩევნები, სადაც სტუდენტებმა გაიარეს არჩევნების ყველა ეტაპი. აქციის შემდეგ ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: თამარ ალადაშვილი, მარიამ ელეიშვილი და ანა მალაზონია.
კონცერტს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.