აქცია
10 დეკემბერი,201410 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ შსს-ს სოციალურ კამპანიას - „არა ძალადობას!“ სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქუჩის აქციები თბილისსა და რეგიონებში დილის 11 საათზე ერთდროულად დაიწყო და 12:30 საათზე დასრულდა. გორი უნივერსიტეტის სტუდენტები მოსახლეობას ხალხმრავალ ადგილებში ხვდებოდნენ და მოუწოდებდნენ, ოჯახში ძალადობის კამპანიას შემოუერთდნენ. მათ გამვლელებს ხელზე აღუბეჭდეს კამპანიის ლოგო „არა ძალადობას!“ და კამპანიის ატრიბუტიკა - სამაჯურები და ბუშტები დაურიგეს.