აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად
26 მარტი,2014გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის სოციალურ მეცნიერებათა,ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ახალი საგნის „დემოკრატია და მოქალაქეობა“პრაქტიკული კურსის გავლისას,სტუდენტებმა თამარ ქერდიყოშვილმა და ნინო ხუროშვილმა მოამზადეს პროექტი,რომელიც ითვალისწინებდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას სისხლის უანგარო დონაციით.პროექტის ფარგლებში 26 მარტს მოეწყო საქველმოქმედო აქცია სისხლის ბანკის დახმარებით.