ანგარიში-პრეზენტაცია
14 მაისი,20152015 წლის 13 მაისს, 16:00 საათზე, 302-ე აუდიტორიაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორმა, ანა მესხმა, რომელმაც მოიპოვა ევროკომისიის ბაკისის პროგრამით გათვალისწინებული პოსტ-დოქტორანტული მობილობა ბასკეთის სახელმწიფო უნივერსტიტეტში, წარმოადგინა ანგარიში-პრეზენტაცია „ჩემი თვალით დანახული ბასკეთი“. მომხსენებელმა ისაუბრა პროგრამისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, ბასკეთის უნივერსიტეტის სამი კამპუსისა და ქალაქების - ბილბაოს, სან სებასტიანისა და ვიტორიას შესახებ. პრეზენტაციის ბოლოს პროფესორმა ა. მესხმა წარმოადგინა მის მიერ შენიშნული ქართულ-ბასკური მსგავსებების რამდენიმე მაგალითი. პრეზენტაცია დამთავრდა ბასკური ქორწილის მოკლე ვიდეო ჩანაწერით, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ქართულ-ბასკური ტრადიციების მსგავსება.