ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამები
15 მარტი,2016ამა წლის 15 მარტს გორის სახელმწიფო უნივერიტეტში აშშ საელჩოს ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო აკადემიური გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია. მასში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის მხრიდან, კულტურის ატაშე დემიენ უომპლერმა და ატაშეს ასისტენტმა ლიკა გუმბერიძემ. პრეზენტაციას დაესწრო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, მასწავლებლები, პროფესურა. აუდიტორიამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით. დასასრულს, საელჩოს წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები.