ალტაისტიკის 59-ე საერთაშორისო კონფერენცია
30 ივნისი,2016
27 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის, არტაჰანის უნივერსიტეტში გაიმართა ალტაისტიკის 59-ე საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის, საფრანგეთის, ჩინეთის, უნგრეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლები. კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა არტაჰანის უნივერსიტეტის რექტორ, რამაზან ქორქაზის გამოსამშვიდობებელი საღამო, რომელმაც დაასრულა თავისი მოღვაწეობა არტაჰანის უნივერსიტეტში. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა გორისა და არტაჰანის უნივერსიტეტების თანამშრომლობის და რამაზან ქორქმაზის დამსახურების შესახებ ქართულ-თურქული სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავების პროცესებში.