აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრა
21 ოქტომბერი,202220-21 ოქტომბერს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში გაიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრა: „EaP Informal Working Group Meeting on Research and Innovation“, რომლის ფარგლებშიც 21 ოქტომბერს GITA-ს ოფისში გაიმართა ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის თანამშრომლების, ეროვნული საკონტაქტო პირებისა და საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის წარმომადგენლების შეხვედრა Eap ღონისძიების ფარგლებში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა საქართველოს გამოცდილების გაზიარება მეზობელი ქვეყნების კოლეგებისათვის და ასევე ევროკავშირის ექსპერტებისათვის. ქ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ,,ჰორიზონტი ევროპა’’ კოორდინატორი - გიორგი მღებრიშვილი.