ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული 2022

02 დეკემბერი,2022


2022 წლის 2 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა, რომელიც საქართველოს 15 უნივერსიტეტის სამართლის სკოლას აერთიანებს. კვირეულის დღის წესრიგი ეხმიანება ადამიანის უფლებათა გლობალური კამპანიის მთავარ გზავნილს - ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასათვის!
ღონისძიების გახსნის ცერემონიალზე სტუმრებს მიესალმნენ:

  • გიორგი სოსიაშვილი - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
  • რევაზ ხოფერია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;
  • გიორგი ჩხეიძე - USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ქეთევან ცხადაძე - ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;
  • ქეთევან ქოქრაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის დეკანი;
  •  კონსტანტინე კორკელია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
  • თინათინ გოლეთიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • მალხაზ ბეგიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ცისია ოქროპირიძე - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი;
  • ანა კუჭუხიძე - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი;
  • თინათინ ერქვანია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - რუსეთ-უკრაინის ომი და ადამიანის უფლებები.

დისკუსიას უძღვებოდნენ:

  • რაულ ჩილაჩავა – დიპლომატი, მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი;
  • ნანა მჭედლიძე – ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სპეციალისტი;
  • თამარ თომაშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
  • თინათინ გოლეთიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კვირეული ტარდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

პროექტის „იდეიდან ბიზნესამდე“ დასკვნითი ღონისძიება

პროექტი დასრულდა ინტელექტუალური შეჯიბრით, რომლის ფარგლებშიც მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს დამუშავებული ბიზნეს-იდეები.

23 ივლისი, 2026 სრულად ნახვა

კონკურსი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების...

20 ივლისი, 2026 სრულად ნახვა