7 წლიანი (2018-2024) გეგმის განხილვა
10 მაისი,201810 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების 7 წლიანი (2018-2024) გეგმის განხილვა. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს უნივერსიტეტის სტრატეგიის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით უნივერსიტეტის განვითარებას და შემდგომ სრულყოფას გულისხმობს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დამსწრეებმა გამოთქვეს რეკომენდაციები და საკუთარი მოსაზრებები, რომელიც გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტის მიღებამდე.