25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად
25 თებერვალი,2020
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სახელმწიფო დროშები დაუშვა.