2016 წლის წლიური ანგარიში
30 იანვარი,201727 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სახელობის დარბაზში, სტუდენტთა სტატისტიკა-რეგისტრაციის, შესყიდვებისა და ბიუჯეტირების სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის, ასევე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის, ჰუმანიტარული ფაკულტეტის, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების ხარისხის სამსახურების უფროსებმა, წარმოადგინეს 2016 წლის წლიური ანგარიში.
სამსახურის უფროსებმა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს მოახსენეს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ და ასევე, ისაუბრეს ახალ სასწავლო წელს განსახორციელებელი ადმინისტრაციული და აკადემიური აქტივობების შესახებ.