2016 წლის შემაჯამებელი ანგარიში
11 იანვარი,201711 იანვარს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, ჩაატარა წლიური, 2016 წლის შემაჯამებელი ანგარიში აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, სადაც მან დეტალურად განიხილა ყველა ის მიღწევა და წარმატებული პროექტი, რომლებიც უნივერსიტეტმა 2016 წელს განახორციელა. რექტორმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და გორის უნივერსიტეტისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებისათვის. ასევე აღნიშნა თითოეული პროფესორის, ადმისნიტრაციული და აკადემიური პერსონალის ღვაწლი უნივერსიტეტის გაძლიერების პროცესში.
უნივერსიტეტში, გარდა სტრუქტურულად გამართული მდგომარეობისა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონტაქტებისა და უცხოურ უნივერსიტეტებთან კავშირების გაფართოების შესახებ.
რექტორმა ანგარიშის დროს ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გასული წელი დატვირთული იყო როგორ სამეცნიერო, ასევე კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობით, რაც აისახა საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, ასევე საჯარო ლექციების და სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული ღონისძიებების სიმრავლით.
ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ გასული წელი გორის უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო სპორტული მიღწევების კუთხით. გორის უნივერსიტეტის სტუდენტი გენო პეტრიაშვილი, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი, ხოლო გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ასევე რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი გახდა, რაც გორის გორის უნივერსიტეტისთვის დიდი წარმატებაა.
დასასრულს, გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე.